მარიამ ლაშხი მიხეილ სააკაშვილზე: გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს

მარიამ ლაშხი მიხეილ სააკაშვილზე: გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს

გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პრინციპს და პოლიტიკას, რაც მათ 9-წლიანი რეჟიმის დროს ჰქონდათ.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პრინციპს და პოლიტიკას, რაც მათ 9-წლიანი რეჟიმის დროს ჰქონდათ და ვერც ციხემ უშველა და ვერც კლინიკამ“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს დაემუქრა.