ნინო წილოსანი: ძალიან დასანანია, იმ წარსულის ფონზე, როდესაც დასავლეთში რაშიზმის და ფაშიზმის ყველაზე უმძიმესი გამოვლინებები ვნახეთ, ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები საქართველოში სიძულვილის და დისკრიმინაციის ამ ფორმით გავრცელებას ახალისებენ

ძალიან დასანანია, იმ წარსულის ფონზე, როდესაც დასავლეთში რაშიზმის და ფაშიზმის ყველაზე უმძიმესი გამოვლინებები ვნახეთ, ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები საქართველოში სიძულვილის და დისკრიმინაციის ამ ფორმით გავრცელებას ახალისებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას.

მისი თქმით, ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordze) ცნობილი სიმღერა მხოლოდ შეუარცხმყოფელი სიმღერა არ ყოფილა.

„ეს არ იყო უბრალოდ შეუარცხმყოფელი სიმღერა, რომელიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მიემართებოდა. ეს იყოს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევა, დისკრიმინაციის ყველაზე მკაფიო გამოვლინება, რომელიც მიემართებოდა პოლიტიკურად მიკუთვნებადი ადამიანების მიმართ. სამწუხაროდ, ამას არა თუ იწონებენ, არამედ ამართლებენ, როგორც ჩანს, ევროკავშირის წარმომადგენლები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს სოციალურ ქსელში მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordz) და მიხეილ სააკაშვილის მაგალითებით ქართველი ხალხის მაგინებლებზე ისაუბრა.