სიძულვილის ენასთან ბრძოლის ფარგლებში სასამართლო პროცესები გაიმართა
სიძულვილის ენასთან ბრძოლის ფარგლებში, ჩხოროწყუს მაგისტრატმა მოსამართლემ კახაბერ ქებურია 1500 ლარით დააჯარიმა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, სიტყვიერი შენიშვნა მისცა ზაურ კირკიტაძეს.
ჩადენილი აღიარა და ბოდიში მოიხადა, შეურაცხყოფის ავტორმა თეონა შამილაძემ, მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა მოსამართლემ. შამილაძის წინააღმდეგ, სამმართველოს, ადრესატმა ლუკა ჭაფოძემ მიმართა.
კიდევ ერთი კანონდამრღვევი გოჩა მიქელაძეა, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. მან ფეისბუკში შეურაცხყოფა პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენელს მიაყენა.