თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა

თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა.

თავდაცვის ძალების მეთაურმა მაიორ ცოტნე ღონღაძეს, უფროს ლეიტენანტ ტარიელ ღიბრაძეს, უფროს სერჟანტ ვლადიმერ მეყანწიშვილს, უმცროს სერჟანტ პაატა საბიაშვილს, კაპრალ დავით მეშველიანს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა. საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობის შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხდება. პროექტის მიზანია სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.