გივი მიქანაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „AIMCare 2026“ მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „AIMCare 2026“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისში პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას გივი მიქანაძემ მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ,ალტეუნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია. მისი მოხსენების თემა იყო „ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირებისასპექტები“.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის როლს თანამედროვე მედიცინაში, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში. ყურადღება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამედიცინო განათლებაში, პროფესიულ მომზადებასა და კლინიკური პრაქტიკის მართვაში, აგრეთვე ტექნოლოგიების უსაფრთხო და პასუხისმგებლობიან გამოყენებას. კონფერენციის პროგრამა მოიცავს მოხსენებებს, სამეცნიერო პრეზენტაციებსა და თემატურ დისკუსიებს. მასში მონაწილეობენ მედიცინის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიებისსფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები, კლინიცისტები, ინჟინრები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის ექსპერტები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა დაალტეუნივერსიტეტის პარტნიორობით გამართული საერთაშორისო კონფერენციის მიზანია გამოცდილების გაზიარება, დარგთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და სამედიცინო განათლებასა და პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.

კონფერენცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.