Bloomberg: რუსეთმა ზამთარში უკრაინაზე დარტყმებისთვის ყველაზე საშიში რაკეტების დაგროვება დაიწყო

Bloomberg: რუსეთმა ზამთარში უკრაინაზე დარტყმებისთვის ყველაზე საშიში რაკეტების დაგროვება დაიწყო

აგვისტოდან, რუსეთმა უკრაინაში ბალისტიკური რაკეტების გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირა და იერიშები რეაქტიული დრონების გამოყენება გაზარდა, რაც შესაძლოა უკრაინის ენერგეტიკაზე ზამთრის დარტყმებისთვის რაკეტების დაგროვებაზე ​მიუთითებდეს, - წერს Bloomberg-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბალისტიკური რაკეტები უკრაინულ ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით კი ენერგეტიკულ ობიექტებს, ყველაზე სერიოზულ ზიანს აყენებს. ამ ფონზე, Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების ნაკლებობა ზამთრის წინ ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება.

Bloomberg-ი ვარაუდობს, რომ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შემცირება შესაძლოა ნიშნავდეს რუსეთის მიერ მარაგების დაგროვებას ელექტრო და თბოენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებისთვის სიცივეების პერიოდში, რაც ჩვეულებრივ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში იწყება.