CNN: FBI საკუთარ ქსელზე სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტს იძიებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საკუთარ ქსელებში სავარაუდო შეღწევის ფაქტს იძიებს. CNN-ის ცნობით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს ცნობილმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა Shiny Hunters განაცხადა, რომ FBI-ის ათასობით აგენტის პირადი მონაცემები მოიპოვა.
ჰაკერები ამტკიცებენ, რომ FBI-ს თითქმის ყველა აგენტის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა მიიღეს.