ოპოზიციის ისტორიული მინიმუმი და „ქართული ოცნების“ მაქსიმუმი - IRI-ის კვლევის შედეგები, რომელიც ოპოზიციამ დაუკვეთა და თავად დამალა
8 ოპოზიციურ პარტიას IRI-ის გამოკითხვით ჯამში 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს - „ქართულ ოცნებას“ კი 36. შედეგები ოპოზიციამ დამალა, თუმცა კვლევის ჩატარება საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თავად დაუკვეთა. მმართველი პარტიის 36% არის ალოკაციის გარეშე, ხოლო ალოკაციით 55% პროცენტი აქვს.
აღსანიშნავია, რომ IRI-ის კვლევაში „ქართულ ოცნებას“ ისტორიული მაქსიმუმი აქვს, ხოლო ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი. დამალული შედეგები ორი წლის შემდეგ მაინც გასაჯაროვდა. ოპოზიციაში არ ამბობენ, რატომ დამალეს კვლევის შედეგები.