ირაკლი ხელაძე: გაიზარდა საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, სამუშაო ადგილები, ოჯახების ნომინალური შემოსავალი, შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ის 40-ათას ლარიანი საშემოსავლო ზღვარი აწეულიყო 100 ათას ლარამდე

ირაკლი ხელაძე: გაიზარდა საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, სამუშაო ადგილები, ოჯახების ნომინალური შემოსავალი, შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ის 40-ათას ლარიანი საშემოსავლო ზღვარი აწეულიყო 100 ათას ლარამდე

გაიზარდა საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, სამუშაო ადგილები, ოჯახების ნომინალური შემოსავალი, შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ის 40-ათას ლარიანი საშემოსავლო ზღვარი აწეულიყო 100 ათას ლარამდე, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.

დეპუტატი გამოეხმაურა ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადისგან 81 ათასზე მეტი მოქალაქე თავისუფლდება, არსებული ზღვარი უქმდება და გადახდა მხოლოდ მათ მოუწევთ, ვისაც წელიწადში 100 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს.

„გადაწყვეტილება სწორედ ჩვენს თანამოქალაქებზეა ორიენტირებული, ვინაიდან ათიათასობით ადამიანი და მათი ოჯახები გათავისუფლდნენ სავალდებულო გადასახადისგან. გააწყვეტილება განაპირობა ეკონომიკურმა წინსვლამ, რაც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამან მოგვცა იმის ფუფუნება, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიგვეღო. გაიზარდა საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, სამუშაო ადგილები, ოჯახების ნომინალური შემოსავალი, შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ის 40-ათას ლარიანი საშემოსავლო ზღვარი აწეულიყო 100 ათას ლარამდე“, - აღნიშნა ხელაძემ.

პარლამენტი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს.