NBC News: პენტაგონი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების თითქმის მესამედით შემცირებას განიხილავს

NBC News: პენტაგონი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების თითქმის მესამედით შემცირებას განიხილავს

NBC News-ის ცნობით, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ევროპაში განთავსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის თითქმის მესამედით შემცირებას განიხილავს.

საუბარია დაახლოებით 20-დან 30 ათასამდე სამხედროს გაყვანაზე ან გადაჯგუფებაზე.

მედიის ინფორმაციით, პენტაგონის რადიკალურ გეგმაში ევროპაში ამერიკული თვითმფრინავების, ხომალდებისა და შეიარაღების შემცირებაც შედის.

პენტაგონის გეგმა ვაშინგტონის მხრიდან რესურსების ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და შიდა უსაფრთხოების პრიორიტეტებზე გადატანას უკავშირდება.