ევროპარლამენტარი მარიონ მარეშალი: ევროპის რადიკალური ცენტრისტული ძალები, რომელთაც ემანუელ მაკრონი და ევროკომისია ხელმძღვანელობენ, თავს კანონის უზენაესობის ერთადერთ დამცველებად წარმოაჩენენ, თუმცა ამავე პრინციპს თავად არღვევენ

ევროპარლამენტარი მარიონ მარეშალი: ევროპის რადიკალური ცენტრისტული ძალები, რომელთაც ემანუელ მაკრონი და ევროკომისია ხელმძღვანელობენ, თავს კანონის უზენაესობის ერთადერთ დამცველებად წარმოაჩენენ, თუმცა ამავე პრინციპს თავად არღვევენ

ევროპარლამენტარი მარიონ მარეშალი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო შექმნილ კრიზისს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალისმიერი ჩარევის მცდელობა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება კანონის უზენაესობის პრინციპის ინსტრუმენტალიზება ერთი პოლიტიკური ბანაკის სასარგებლოდ და მისი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ.

მომხდარში ევროპარლამენტარი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და ევროკომისიას ადანაშაულებს, რადგან პოლონეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მათი მოკავშირეა.

„პოლონეთში მიმდინარე ძალისმიერი ჩარევის მცდელობა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება კანონის უზენაესობის პრინციპის ინსტრუმენტალიზება ერთი პოლიტიკური ბანაკის სასარგებლოდ და მისი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ.

ევროპის რადიკალური ცენტრისტული ძალები, რომელთაც ემანუელ მაკრონი და ევროკომისია ხელმძღვანელობენ, თავს კანონის უზენაესობის ერთადერთ დამცველებად წარმოაჩენენ, თუმცა ამავე პრინციპს თავად არღვევენ იმ საბაბით, რომ თითქოს მის აღდგენას ცდილობენ. მოვლენები საპირისპიროდ რომ განვითარებულიყო, იგივე ადამიანები ამას კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უხეშ დარღვევად შეაფასებდნენ. თუმცა, რადგან პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მათი პოლიტიკური მოკავშირეა, ისინი თვალს ხუჭავენ და ამით საკუთარ თვალთმაქცობას ავლენენ. ისინი საკუთარი ინტერესების შესაბამისად ადგენენ წესებსა და საზღვრებს, რომლებსაც თავადვე არ იცავენ“, - წერს ევროდეპუტატი.

პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს, გვიან ღამით სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვეჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.