ცვლილება, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილები პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ცვლილებები კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
ქონების გადასახადს მოქალაქეები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიან, თუ მათი წლიური შემოსავალი ასი ათასი ლარი, ან მეტია. გაუქმდა 40 ათას ლარიანი ზღვარი.