100 თასი მოწამის ხსენების დღეს პატრიარქი შიო მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

100 თასი მოწამის ხსენების დღეს პატრიარქი შიო მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

100 თასი მოწამის ხსენების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს.

„13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს.

ღვთისმსახურება 17:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში წამებულთა პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩაყრიან. 

100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.