გია ვოლსკი: ქვეყანა თავს იცავს და თავდაცვის მექანიზმია ის, რომ პოლიტიკურ ჯგუფებად წოდებული ადამიანთა გაერთიანება არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში
ქვეყანა თავს იცავს და თავდაცვის მექანიზმია ის, რომ პოლიტიკურ ჯგუფებად წოდებული ადამიანთა გაერთიანება არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელს იხილავს.
„საუბარი დანაშაულებზე არ აქვთ, არანაირი მონანიება და არანაირი სინანული. არის საუბარი იმაზე, რომ ან არ მომხდარა ის, რაც აშკარად მოხდა, ან ამბობენ, რომ საბოტაჟი, რაც ჩვენს თვალწინ ხორციელდება, რევოლუციის მცდელობები, სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიული პრინციპების დაცვის მცდელობა. ქვეყანა თავს იცავს და თავდაცვის მექანიზმია ის, რომ პოლიტიკურ ჯგუფებად წოდებული ადამიანთა გაერთიანება არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება.



