შალვა პაპუაშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიაზე: ამ შემთხვევაში მიზანი ეს არის, რომ ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსთვის არასასურველი გადაწყვეტილებები მიიღოს, ასე სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და შეეცადონ, რომ ზიანი მიაყენონ მაგრამ თავის თავს იხდიან სასაცილოს

შალვა პაპუაშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიაზე: ამ შემთხვევაში მიზანი ეს არის, რომ ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსთვის არასასურველი გადაწყვეტილებები მიიღოს, ასე სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და შეეცადონ, რომ ზიანი მიაყენონ მაგრამ თავის თავს იხდიან სასაცილოს

ამ შემთხვევაში მიზანიც ეს არის, რომ ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსთვის არასასურველი გადაწყვეტილებები მიიღოს, ასე სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და შეეცადონ, რომ ზიანი მიაყენონ მაგრამ თავის თავს იხდიან სასაცილოს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიას, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც არის შეყვანილი.

მისი თქმით, ასეთ ორგანიზაციებს იყენებენ იმისთვის, რომ კონკრეტულ სახელმწიფობზე პოლიტიკური გავლენა მოახდინონ.

„ასეთ ორგანიზაციებს სანდოობა, რომ არ აქვთ ხვდებით ხომ?! ვუსმინეთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რას საუბრობს ის Amnesty International-ზე, რას საუბრობს ის ვენეციის კომისიაზე, რომელიც მათ დატოვეს და ა.შ. ეს ორგანიზაციები არის შექმნილი იმისთვის, რომ სახელმწიფოების პოლიტიკური გადაწყვეტილებებზე მოახდინონ გავლენები და ამგვარი ყალბი ანგარიშებით გავლენის ქვეშ მოაქციონ სახელმწიფოები. ეს არის მთელი ქსელი ამ ორგანიზაციების და კარგია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამაზე ღიად საუბრობს. აქამდე აშშ-ის ადმინისტრაცია საუბრობდა მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე USAID და ა.შ. რომელიც თაღლითობაში და სხვა ქვეყნის ხელისუფლების შეცვლაში ამხილა. ახლა უკვე საუბრობს საერთაშორისო დონეზე მოქმედ ორგანიზაციებზე - ვენეციის კომისია, Amnesty International-ზე და სხვებზე, მათ შორის ამგვარ ორგანიზაციებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ -ერთი ტალღა ამ ორგანიზაციების მხილების, რომლის ერთადერთი მიზანი არის სხვადასხვა სახელმწიფოების დაქვემდებარება, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.