პრეზიდენტი: გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას გამოგზავნილი თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილებისთვის
გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას გამოგზავნილი თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილებისთვის, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას მრავალწლიანი ურთიერთობები და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საერთო პასუხისმგებლობა აკავშირებს.
„საქართველოსა და თურქეთს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, მრავალწლიანი ურთიერთობები და საერთო პასუხისმგებლობა გვაკავშირებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხების მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე“, - წერს ყაველაშვილი.



