საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი სიმფონიური მუსიკის მორიგ კონცერტს გამართავს

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი სიმფონიური მუსიკის მორიგ კონცერტს გამართავს

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში სიმფონიური მუსიკის მორიგ კონცერტს გამართავს.

101-ე საკონცერტო სეზონი 2 ოქტომბერს კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით გაიხსნა და სოლისტის რანგში მსმენელის წინაშე წარდგა მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ვალერი სოკოლოვი.

6 ნოემბერს, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მსმენელის წინაშე წარდგება ცნობილი საქსოფონისტი რიშარდ ზოლეძიევსკი. სადირიჟორო პულტთან - რევაზ ჯავახიშვილი. შესრულდება ვინსენტ დე ინდის, დარიუს მიოს, ჯორჯ გერშვინის და გია ყანჩელის თხზულებები.

კონცერტები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში (დავით აღმაშენებლის გამზირი 182) 20:00 საათზე გაიმართება და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე - TKT.GE