მაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობაზე: ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით და მზაობასთან დაკავშირებით. რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ დიალოგისთვის
ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს და ეს რა თქმა უნდა იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს შესაძლებლობა, ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ქართული მხარის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა დიალოგის მზაობა.
„ქართული მხრიდან გაჟღერდა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს დიალოგთან დაკავშირებით და საუბართან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს ეჩვენება პრობლემურად, რომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით და მზაობასთან დაკავშირებით. რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ დიალოგისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები, კანდიდატი ქვეყნების ევროპული მომავალი და პოლიტიკური გამოწვევები - ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებული გაფართოების სამიტი გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ქვეყნის ისტორიულ არჩევანზე, ევროსტრუქტურებთან დღეს არსებულ ურთიერთობებსა და დიალოგის მზაობაზე ისაუბრა. დისკუსიები შეეხებოდა კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს და განხორციელებულ რეფორმებს.



