პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, კახა კალაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყება
თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე გამოძიება არ დაიწყება.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, „დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება“.
კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა.
ჩხარტიშვილი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.
საუბარია კალაძის განცხადებაზე, რომლითაც ის მიუსაფარი ძაღლების შესაძლო დახოცვის გამო გამართულ პროტესტს გამოეხმაურა.



