გიორგი ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ყველა თემა, რომელიც ანგარიშშია მოცემული, საჭიროებდა წინასწარ განხილვას შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რაც არ ჩატარებულა
ყველა თემა, რომელიც ანგარიშშია მოცემული, საჭიროებდა წინასწარ განხილვას შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რაც არ ჩატარებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებოდა საკმაოდ საინტერესო პოლემიკა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
გიორგი ვოლსკი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა.
„ამ უშველებელი მოხსენების ყველა პასაჟი ძალიან პროფესიონალურად არის ჩამოყალიბებული, თითქოსდა რაღაც ტრაგიკული ხდება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ევროკომისიის მიერ მომზადებულ, 2026 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო უწყება ასევე, აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“.
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.



