მარიამ ლაშხი: უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული უფასო უმაღლესი სწავლების მიმართულებით. ეს ასახულია ბიუჯეტში
უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული უფასო უმაღლესი სწავლების მიმართულებით. ეს ასახულია ბიუჯეტში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.
დეპუტატი გამოეხმაურა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტს. რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მეორე მოსმენით განხილვისთვის წარუდგინა.
„უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული უფასო უმაღლესი სწავლების მიმართულებით. ეს ასახულია ბიუჯეტში. ასევე მთავარი პრობლემაა სკოლებში და სკოლების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოდგენილია ბიუჯეტში. მნიშვნელოვანია ასევე პედაგოგების ხელფასების ნაწილი, აღიარების კუთხით, პროგრამის გაგრძელება და გაძლიერება“, - აღნიშნა ლაშხმა.



