ნინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში

ნინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში

არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

ის ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის.

„თუმცა, ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში გვესმის მათი განცხადებები, რომ უკრაინა ევროკავშირის სახელითაც ომობს ამ ომში და როგორც ვხედავთ, ამისთვის სამადლობელად ნამდვილად არ აქვთ შემონახული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. უფრო მეტიც - ის, რომ ომის შედეგად უკრაინა ნადგურდება, ახლა სწორედ მის წინააღმდეგ იყენებენ ამ არგუმენტებს და ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა მოხდეს შესაბამისობის და ქვეყნის მზადყოფნის მიხედვით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა თქვა, რომ მკაცრად უჭერენ მხარს პროცესს, რომელიც დამსახურებაზეა დაფუძნებული და ამ საკითხში ლიეტუვის პოზიციას იზიარებენ. უნგრელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატი ქვეყანა ერთნაირ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და უკრაინისთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრება გამორიცხა.