საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის
საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებზე და განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ისრაელის საელჩო იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესების მხრივ თანამშრომლობა კვლავაც განვითარდება და განმტკიცდება.



