ირანის პრეზიდენტი: აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ აშშ-თან ამ ჩიხური ვითარების დასრულების ბრძანება გასცა
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დირექტივები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ უზენაესმა ლიდერმა შეერთებულ შტატებთან არსებული „არც ომი, არც მშვიდობის“ მდგომარეობის დასრულება უბრძანა.
სააგენტო IRNA-ს ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა დიალოგისთვის.
„ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ დიალოგი [შეერთებულ შტატებთან] და საკითხის ღირსეულ დასრულებამდე მივიდეთ. ჩვენი მიზანია სამართლიანობასა და თანასწორობის პირობებზე დამყარებული მოლაპარაკებები“, - განაცხადა პეზეშკიანმა.
მისი თქმით, ლოგიკა კარნახობს, რომ თუკი ქვეყანას საკუთარი უფლებების დაცვა დიალოგის გზით შეუძლია, თავიდან უნდა იქნას აცილებული ომში ჩაბმა. თუმცა, ირანის პრეზიდენტმა იქვე დასძინა: „ჩვენ არასდროს დავემორჩილებით ძალას ან თავგასულობას“.



