დონალდ ტრამპი: ვინმეს მართლა სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ პატიოსანი იყო?

დონალდ ტრამპი: ვინმეს მართლა სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ პატიოსანი იყო?

ვინმეს მართლა სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ პატიოსანი იყო? როგორ შეიძლება, გამოკითხვები ასე მცდარი იყოს? ადრეული ხმის მიცემისას ზოგიერთი „ჩაყრები“ იმდენად მასშტაბური იყო, რომ მოგება შეუძლებელი იყო. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად ბევრმა მისცა ხმა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.

ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ შუალედური არჩევნებისას ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩევლებზე უფრო მნიშვნელოვანი ხმის მიცემის აპარატები იყო.

„საქმე ხმის მიცემის აპარატებშია, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამომრჩეველი“, – წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, 3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა. რესპუბლიკელებმა უმრავლესობა როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში დათმეს.