ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი

ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით ნებისმიერი არსებითი განხილვა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, დაიწყოს, რაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება მიღწეული. ამასთან, ასეთი მოლაპარაკებები შესაბამის ფორმატში უნდა გაიმართოს, განსაკუთრებით ნატო-ს მოკავშირეებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენმა ასევე მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლებიც 10 ნოემბერს აბუ დაბიში უნდა დაიწყოს. მოლაპარაკებების ძირითად სამმხრივ ფორმატში ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები უშუალოდ არ მონაწილეობენ, თუმცა აბუ დაბიში ევროკავშირისა და რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს დელეგაციებიც იქნებიან წარმოდგენილი.

ცნობისთვის, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთთან შესაძლო ფართომასშტაბიან შეთანხმებაზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, მთელ ევროპას შეეხოს.