მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება და დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი იგება. მანამდე ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო.
საგზაო სამუშაოებისთვის რაიონული ბიუჯეტიდან 500 ათას ლარამდე დაიხარჯება. მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.



