დონალდ ტრამპი: პიტ ჰეგსეტს იმპიჩმენტის ნაცვლად შექება ეკუთვნის

დონალდ ტრამპი: პიტ ჰეგსეტს იმპიჩმენტის ნაცვლად შექება ეკუთვნის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეტს, რომლის წინააღმდეგაც კონგრესში იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, საჯაროდ მხარი დაუჭირა.

როგორც ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, ჰეგსეტს იმპიჩმენტის ნაცვლად შექება ეკუთვნის.

„დამარცხებული, სრულიად ხელმოცარული „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ტომას მესი პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტს ცდილობს. ჰეგსეტი შესაძლოა ქვეყნის სამხედრო სფეროს ყველაზე პოპულარული და წარმატებული მაღალჩინოსანია. სამხედრო სამსახურში რეკრუტირება რეკორდულ, ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებელზეა, მაშინ როდესაც მძინარე ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას ის ისტორიულ მინიმუმამდე იყო შემცირებული. ამას ემატება ორი გამარჯვება - ვენესუელასა და ირანში. პიტ ჰეგსეტს იმპიჩმენტის ნაცვლად შექება ეკუთვნის. კონგრესო, მხარი დაუჭირე პიტს!!!“, - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში ამერიკის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. პროცედურის ინიციატორი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ტომას მესია. ის თავდაცვის მდივანს კონგრესის ნებართვის გარეშე ომის უკანონოდ წარმოებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.