ირაკლი ყურაშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კიდევ ერთხელ შევძლებთ, დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რადგან მშვიდობის ფასი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით

ირაკლი ყურაშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კიდევ ერთხელ შევძლებთ, დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რადგან მშვიდობის ფასი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით

ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კიდევ ერთხელ შევძლებთ დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რადგან მშვიდობის ფასი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა პარიზის მშვიდობის მე-9 ფორუმზე საუბრისას.

„ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ იმ ფაქტს, რომ ფრანგული მხარის მიერ მოწვეულია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზის მშვიდობის მე-9 ფორუმზე. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კიდევ ერთხელ შევძლებთ, დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რადგან მშვიდობის ფასი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, გადატანილი გვაქვს ომები და მხოლოდ მშვიდობით შეიძლება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა. ამიტომ, ჩვენი გამოცდილება ამ ფორუმში განსაკუთრებით საინტერესოა და ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენ ართ აქ, ესაა“, - განაცხადა ირაკლი ყურაშვილმა.

„პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება. მაკა ბოჭორიშვილი პანელურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები საფრანგეთის დედაქალაქში იმსჯელებენ, თუ როგორ მიიღწევა თანამშრომლობის საფუძველზე ხანგრძლივი მშვიდობა.