საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელთან, ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მეკავშირე ოფიცერთან ჰარალდ მიულებნერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ურთიერთობის გააქტიურებისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო პრიორიტეტები.
ასევე იმსჯელეს პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და აღნიშნეს, რომ ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა ხელს შეუწყობს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და თანამედროვე მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების გაზიარებას.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და დაგეგმონ ერთობლივი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს უწყებებს შორის პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.



