შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ აშკარა მცდელობას ბრიუსელიდან, დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩეხეთში ვნახეთ სრული გახსნილობა და მზაობა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ ასე შევეცდებით, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში [ვიზიტებით და დიალოგით] გავაძლიეროთ ურთიერთობები
განწყობა არის ძალიან პარტნიორული, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობის დონეზე შეხვედრებზე. ჩვენ ვნახეთ სრული გახსნილობა და მზაობა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ ასე შევეცდებით, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში [ვიზიტებით და დიალოგით] გავაძლიეროთ ურთიერთობები, - განაცხადა ჩეხეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შეეცდება ხმა მიაწვდინოს ყველა ქვეყანას, ვისთან ურთიერთობების დაზიანებაცბრიუსელმა სცადა.
„დღეს ვხედავთ აშკარა მცდელობას ბრიუსელიდან, ვინაიდან ხედავენ, რომ ბრიუსელიდან ვერ გვაზიანებენ და ეს მათ შეფასებებს და განცხადებებს ყავლი გაუვიდა, დღეს ცდილობენ, რომ დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. აბსოლუტური სასწაულია, რომ ვხედავთ ასეთ მავნებლობას, როგორ შეიძლება ჩადიოდეს ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობის პროექტად სახელდებოდა და მშვიდობის, დიალოგის და თანამშრომლობისთვის შეიქმნა და დღეს ცდილობს დააზიანოს კანდიდატი ქვეყანა იმის გამო, რომ არჩევნების დროს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ მოიყვანეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



