ზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების საკითხები განიხილეს. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას, ასევე, ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობასა და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის უკეთ გამოყენების შესაძლებლობებს. აქცენტი გაკეთდა აზერბაიჯანიდან აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდაზე, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ კონტექსტში აღინიშნა ბათუმსა და ნახიჭევანს შორის არსებული კავშირები და ერთობლივი ინიციატივების განვითარების შესაძლებლობები.



