დავით მათიკაშვილი – 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა არჩევნებში სააკაშვილის სადისტური რეჟიმი დაამარცხეს, რომ არა ივანიშვილისა და ხალხის თავგანწირული ბრძოლა, უმძიმესი შედეგები გვექნებოდა

დავით მათიკაშვილი – 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა არჩევნებში სააკაშვილის სადისტური რეჟიმი დაამარცხეს, რომ არა ივანიშვილისა და ხალხის თავგანწირული ბრძოლა, უმძიმესი შედეგები გვექნებოდა

რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის თავგანწირული ბრძოლა, დღეს უმძიმესი და სავალალო შედეგები გვექნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „14 წლის წინ, ჩვენს უახლეს ისტორიაში განხორციელდა კარდინალური ცვლილებები, როცა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა არჩევნებში სააკაშვილის სადისტური რეჟიმი დაამარცხეს“.

„ამით დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ დამანგრეველი ხელისუფლების ყოფნა საქართველოში, რამაც ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ამის შემდეგ, ქვეყნის აღმშენებლობა, ეკონომიკური წინსვლა და უწყვეტი მშვიდობა დაიწყო, რამაც ხელშესახები შედეგები მოიტანა. რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის თავგანწირული ბრძოლა, დღეს უმძიმესი და სავალალო შედეგები გვექნებოდა, რაშიც განსაკუთრებით მაშინ დავრწმუნდით, როცა უკრაინაში ომი დაიწყო. საქართველო ომის დაწყების ზღვარზე იყო, თუმცა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და ქვეყანა ამ მძიმე შედეგისგან იხსნა. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ე.წ. წიაღსვლებს, ღიმილის მომგვრელია. მათი მხრიდან პენიტენციურ დაწესებულებაზე, ციხეებსა და პოლიტპატიმრებზე საუბარი ზედმეტია მაშინ, როცა 2012 წლამდე, საქართველოში 20 000-ზე მეტი პატიმარი იყო, ციხეები გადაჭედილი იყო. მაშინ მართლა პოლიტპატიმრები იყვნენ. დღეს კარდინალურად და რადიკალურად შეცვლილია მოცემულობა – დღევანდელი სურათის შედარებაც კი წარმოადგენს იმ ძალიან დიდი მიღწევის შეურაცხყოფას, რაც 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა მოიპოვა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.