სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 2 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის 62 შეკვრა „მეთადონი“ და „მარიხუანა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.