ალექსანდრე რაქვიაშვილი პარტიის „სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნებაზე: ახალი კომუნისტური პარტია შექმნილა. იქნებ ამ ხალხის მაგალითზე მაინც გავაგებინოთ ამომრჩეველს, რომ მემარცხენეობა ჩვენ ქვეყანაში და ზოგადად, ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში, უნდა ტეხავდეს

ალექსანდრე რაქვიაშვილი პარტიის „სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნებაზე: ახალი კომუნისტური პარტია შექმნილა. იქნებ ამ ხალხის მაგალითზე მაინც გავაგებინოთ ამომრჩეველს, რომ მემარცხენეობა ჩვენ ქვეყანაში და ზოგადად, ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში, უნდა ტეხავდეს

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ახალი პოლიტიკური პარტიის - „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობას ეხმიანება და ამბობს, რომ „ახალი კომუნისტური პარტია შექმნილა“.

მისი თქმით, სოციალიზმის ყველა ნაირსახეობა უცოდინრობისა და ამორალურობის იდეოლოგიაა, რომელიც კეთილი მიზნებისა და ლამაზი სიტყვების უკან იმალება.

„ახალი კომუნისტური პარტია შექმნილა. ჩვენი, კომუნიზმგამოვლილი ქვეყნის ისტორია რომ ვიცოდეთ, სამარცხვინო ამბავი იქნებოდა, მაგრამ ისტორია ბევრს არ ახსოვს და ახალ პარტიას ზოგი „წარმატებასაც“ კი უსურვებს. არადა, სოციალიზმის ყველა ნაირსახეობა უცოდინრობისა და ამორალურობის იდეოლოგიაა, რომელიც სულ კეთილი მიზნებისა და ლამაზი სიტყვების უკან იმალება, რომ უცოდინარი და გულუბრყვილო ტვინი შეიტყუოს.

შემთხვევითი არაა, ამ მავნებლებს მათ ნამდვილ სახელს რომ დაარქმევ, დარბიან აღშოთბულები: „ყველა მემარცხენეს კომუნისტს რატომ ეძახით?“, „სოციალიაზმი და კომუნიზმი ერთი და იგივე არაა“, „დემოკრატიული სოციალიზმი გაგიგიათ?“, „შვედეთშიც კომუნიზმია?!“ და ა.შ. კი, ლეგიონია მათი სახელი, რადგან მრავალნი არიან, და ყველა, როგორც ერთი, ბოროტებას ემსახურება.

თუმცა, რადგან პარტიად ჩამოყალიბდნენ, იმედია, გამბედაობა მაინც ექნებათ, რომ საკუთარი იდეები საჯარო დებატებში დაიცვან. იქნებ ამ ხალხის მაგალითზე მაინც გავაგებინოთ ამომრჩეველს, რომ მემარცხენეობა ჩვენ ქვეყანაში და ზოგადად, ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში, უნდა ტეხავდეს“,-წერს რაქვიაშვილი.