ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს, თანხის ნაწილი მიწაში იყო ჩამარხული, ნაწილი ფერმის საწყობებში დამალული

ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს, თანხის ნაწილი მიწაში იყო ჩამარხული, ნაწილი ფერმის საწყობებში დამალული

უნგრეთში სამართალდამცველებმა ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრის, მიკლოშ შეშტაკის წინააღმდეგ ქრთამის აღების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თითქმის 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, თანხის ნაწილი ტყეში, მიწაში იყო ჩამარხული, ნაწილი კი ფერმის ნაგებობებსა და საწყობებში იყო დამალული.

უნგრეთის ფინანსთა მინისტრის, ანდრაშ კარმანის განცხადებით, ამოღებულ თანხას სახელმწიფო ხაზინის 12 თანამშრომელი რვა საათის განმავლობაში ხუთი სპეციალური აპარატის გამოყენებით ითვლიდა. მთლიანობაში ამოღებულია 5.07 მილიარდი ფორინტი (15.33 მილიონი დოლარი), 2.66 მილიონი ევრო და 1.26 მილიონი დოლარი.

თავად მიკლოშ შეშტაკი ბრალდებებს უარყოფს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ჩატარებული ოპერაცია ვიქტორ ორბანის პარტიის, „ფიდესის“ „მაფიის დასასრულს ნიშნავს“.

მიკლოშ შეშტაკი 2014–2018 წლებში უნგრეთის ეროვნული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.