ფინანსთა მინისტრი: 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 212 მილიონი ლარია
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 212 მილიონი ლარია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში.
„2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 212 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებში:
მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია 210 მილიონი ლარი;
ტურიზმის განვითარებაზე გამოყოფილია 78 მილიონი ლარი;
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, გარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისა, გათვალისწინებულია 64 მილიონი ლარი;
ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო კამპანიებისთვის გათვალისწინებულია 23 მილიონი ლარი“, - აღნიშნა მინისტრმა.



