შალვა პაპუაშვილი: ახლა, საქართველოს ციხეში ზის 3 ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს წვავდა „მოლოტოვის კოქტეილით“ და ამ 3 ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვს ბრიუსელი - დღეს ბრიუსელი საქართველოში არის მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელი
ახლა, საქართველოს ციხეში ზის 3 ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს წვავდა „მოლოტოვის კოქტეილით“ და ამ 3 ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვს ბრიუსელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ბრიუსელი საქართველოში არის ძალადობისა და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელი.
„სხვაგან მკვლელობის მცდელობას ეძახიან და შემდეგ ევროკომისა თუ სხვა სტრუქტურები ჩვენ გვთხოვენ მკვლელობის მცდელობის ჩამდენების გაშვებას. ამ დანაშაულის თანამონაწილე არის ბრიუსელი საქართველოში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.



