ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 1340 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. მოეწყო მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
მიმდინარე წელს კი მუნიციპალიტეტში 10 კილომეტრამდე სიგრძის გზა მოწესრიგდება.