რატი ანდრონიკაშვილი „ანდორაში“ ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთში განაგრძობს. უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ „ანდორასთან“ რატიმ ორთვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ანდორა ქართველი კალათბურთელებისთვის უცხო ადგილი არ არის – რამდენიმე წლის წინ თამაშობდნენ გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე.
რაც შეეხება ანდრონიკაშვილს, ის ესპანეთში „ბასკონიას“ აკადემიაში ასპარეზობდა, იყო უმაღლესლიგელი „მურსიას“ და „სარაგოსას“ წევრი. ესპანეთის მეორე ლიგაში „ობრადარიოს“ ღირსებას იცავდა.