მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მულტილატერალიზმს მიეძღვნება.

„დღეს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნება მულტილატერალიზმს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ირაკლი კობახიძე, გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, 24 სექტემბერს კი დებატებზე სიტყვით გამოვა.