რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანეს. დარტყმა დნიპროვსკის რაიონში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. დარნიცკის რაიონში კი კერძო სახლის ტერიტორიაზე. დაშავდა 4 ადამიანი. მანამდე ოკუპანტებმა მასშტაბური იერიშები უკრაინის სამრეწველო რეგიონებზე მიიტანეს.
სამრეწველო საწარმოებზე დარტყმები დნიპროში, კრივი რიჰსა და პავლოგრადში განხორცუელდა. ჩერნიჰოვის ოლქში კი ენერგოობიექტზე იერიშის გამო დაახლოებით 100 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.