NATO-მ მოსახლეობისთვის ომისთვის მზადყოფნის მოთხოვნათა ჩამონათვალი პირველად გამოაქვეყნა
NATO-მ პირველად გამოაქვეყნა სამოქალაქო მოსახლეობისთვის ომისთვის მზადყოფნის მოთხოვნათა ჩამონათვალი. ალიანსი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მცხოვრებთა საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან, მიიღონ დიდი რაოდენობით დაჭრილი ადამიანები და შექმნან სისხლისა და მედიკამენტების მარაგები. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოსახლეობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წვდომა წყალზე, საკვებსა და ენერგორესურსებზე.
უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და საბაზისო სერვისების, ასევე სატრანსპორტო ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ჯარების მიერ საზღვრის გადაკვეთა საჭირო ვადებში, მთავრობებს კი უწყვეტ რეჟიმში მუშაობა ევალებათ.