ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ისინი [ოპოზიცია] ხედავენ საშიშროებას, რომ თუ მოხდა ჩვენს ხალხებს შორის გარკვეული დიალოგის ჩამოყალიბება, ამას შეიძლება შემდგომში მოყვეს გარკვეული სასიკეთო პოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ეს სასიკეთო პოლიტიკური შედეგები აშინებთ მათ

ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ისინი [ოპოზიცია] ხედავენ საშიშროებას, რომ თუ მოხდა ჩვენს ხალხებს შორის გარკვეული დიალოგის ჩამოყალიბება, ამას შეიძლება შემდგომში მოყვეს გარკვეული სასიკეთო პოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ეს სასიკეთო პოლიტიკური შედეგები აშინებთ მათ

გვარამია თავის სტილში მუდმივად საუბრობს ზიზღი, ზიზღი და ზიზღი, მტრობა, მტრობა და მტრობა, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებას.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის უმთავრესი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„ისინი [ოპოზიცია] ხედავენ საშიშროებას, რომ თუ მოხდა ჩვენს ხალხებს შორის გარკვეული დიალოგის ჩამოყალიბება, ამას შეიძლება შემდგომში მოყვეს გარკვეული სასიკეთო პოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ეს სასიკეთო პოლიტიკური შედეგები აშინებთ მათ და აქედან გამომდინარე, სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა შეფუთვით ცდილობენ, რომ ეს პროცესი დააზიანონ. გვარამია თავის სტილში მუდმივად საუბრობს ზიზღი, ზიზღი და ზიზღი, მტრობა, მტრობა და მტრობა. ჩვენი პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არის ურყევი. ეს არის საქართველოს ნომერ პირველი სახელმწიფოებრივი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნიკა გვარამიას ვრცელი წერილით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა. „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას“, - წერს კირცხალია სოციალურ ქსელში.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, იუთუბ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსული მოვლენების გამო, მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.