სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს.

ახალი დირექტორი პირად შემადგენლობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა, მოადგილეებთან ერთად წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ თამაზ შუბითიძეს მრავალი წლის განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში, სხვადასხვა საფეხურზე თანმიმდევრული კარიერული წინსვლა აქვს გავლილი, რაც სამომავლოდ დანაყოფის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

თამაზ ბორაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, რომან ქარცივაძეს გაწეული სამსახურისთვის.

სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორს, თამაზ შუბითიძეს სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 7 წლის განმავლობაში, აღნიშნულ დეპარტამენტში, ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე კი, თამაზ შუბითიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.