გიორგი გაბუნია დაანონსებულ „კორძის“ კონცერტზე: ბოლოს და ბოლოს გვითხრან, სად დგას დღეს ევროკავშირი საქართველოში - დემოკრატიის გვერდით თუ პოლიტიკური რადიკალიზაციის გვერდით

გიორგი გაბუნია დაანონსებულ „კორძის“ კონცერტზე: ბოლოს და ბოლოს გვითხრან, სად დგას დღეს ევროკავშირი საქართველოში - დემოკრატიის გვერდით თუ პოლიტიკური რადიკალიზაციის გვერდით

ევროკავშირის მხარდაჭერით, სექტემბრის ბოლოსთვის დაანონსებულ „კორძის“ კონცერტის თემას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.

„მუდმივად გვესმის ევროკავშირისა და ევრობიუროკრატების მხრიდან დემოკრატიულ საკითხებთან დაკავშირებული ჩვენთვის ჭკუის სწავლების რიტორიკა, ხოლო მეორე მხრივ საქართველოში ხელს უწყობენ პოლიტიკური ექსტრემიზმისა და პოლიტიკური რადიკალიზაციის წახალისებას.

მნიშვნელოვანია, მათ განმარტებები გააკეთონ საზოგადოების წინაშე და ბოლოს და ბოლოს გვითხრან - სად დგას დღეს ევროკავშირი საქართველოში - დემოკრატიის გვერდით თუ პოლიტიკური რადიკალიზაციის გვერდით“, - აღნიშნა გაბუნიამ.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის მხარდაჭერით, დანიის კულტურის ინსტიტუტმა და „ხელოვნების სახლმა“ სექტემბრის ბოლოსთვის დააანონსა „კორძის“ კონცერტი. აღნიშნულის გამო „ქრონიკამ“ კითხვით მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობას, კერძოდ, იზიარებს თუ არა ევროკავშირი მილიონზე მეტი ქართველის გინებაზე პასუხისმგებლობას. ასევე, კითხვით მიმართა დანიის კულტურის ინსტიტუტსა და „ხელოვნების სახლს“.