შალვა პაპუაშვილი: ასე აფასებენ უცხო ძალები ქართველებს, რომ გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის მსგავსი ადამიანების მიმდევარი შეიძლება იყოს ქართველი ხალხი

შალვა პაპუაშვილი: ასე აფასებენ უცხო ძალები ქართველებს, რომ გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის მსგავსი ადამიანების მიმდევარი შეიძლება იყოს ქართველი ხალხი

ასე აფასებენ უცხო ძალები ქართველებს, რომ გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის მსგავსი ადამიანების მიმდევარი შეიძლება იყოს ქართველი ხალხი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებები და ურთიერთბრალდებები გრძელდება.

„იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი ბრალდებებიც იქნება [ოპოზიციაში]. ყოველი ამ ბრალებით სინამდვილეში საზოგადოება იღებს დასტურს იმაზე, რაზეც ვსაუბრობდით. ყველაფერს ადასტურებენ საკუთარივე აღიარებით. აღიარებენ, რომ შავი ფულით აწარმოებდნენ [საარჩევნო] კამპანიას. აღიარებდნენ, რომ გარედან ჰქონდათ დაფინანსებები, რომ ჩარევები იყო, რომ ერთი ფრონტი იყო #4, #9 და #25. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია სამართლებრივ ჭრილში საკონსტიტუციო სარჩელისთვის, ჩვენი არგუმენტაციების გამრავლებისთვის. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ, კარგად შეაფასოს თუ ვისთან აქვს საქმე. ასე აფასებენ უცხო ძალები ქართველებს, რომ გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის მსგავსი ადამიანების მიმდევარი შეიძლება იყოს ქართველი ხალხი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.