ლევან მახაშვილი: შეხვედრის მიზნები არის მიღწეული. ჩვენ გამოვხატეთ ძალიან მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით

ლევან მახაშვილი: შეხვედრის მიზნები არის მიღწეული. ჩვენ გამოვხატეთ ძალიან მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით

შეხვედრის მიზნები არის მიღწეული. ჩვენ გამოვხატეთ ძალიან მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, დელეგაციამ ისაუბრა ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც მასპინძლებისთვის იყო საინტერესო.

„დეტალურად ვისაუბრეთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც მათთვის იყო საინტერესო, საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე, რეგიონულ პროცესებზე, ოკუპაციაზე და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რა პერსპექტივა და რა სივრცეები არსებობს, განსაკუთრებით ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ნაწილში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.