დონალდ ტრამპი – ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სუპერინტელექტი იქნება

დონალდ ტრამპი – ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სუპერინტელექტი იქნება

ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სუპერინტელექტი იქნება, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მნიშვნელოვანი დღე გველის. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სუპერინტელექტი (SI) იქნება, თუმცა მსურს, ეს საკითხი ისეთადვე დავტოვოთ, როგორიც არის; ჩინეთის პოზიციაც ანალოგიურია. ჩვენი დამცავი მექანიზმი კი იუსტიციის დეპარტამენტია!“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სი ძინპინი აშშ-ში დღეს ჩავიდა, დონალდ ტრამპი „ენდრიუსის“ სამხედრო ბაზაზე მას პირადად დახვდა.