მარინ ლე პენი: ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო
ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო, - განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა.
ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი არ უნდა ჩაებას ომში ბირთვულ სახელმწიფოსთან - რუსეთთან, და უარყო მოსაზრება, თითქოს ქვეყანა ამჟამად კონფლიქტშია მოსკოვთან.
„ჩვენ შეგვიძლია გადავამზადოთ მათი ჯარისკაცები და სამხედრო ხელმძღვანელობა და მივაწოდოთ სამხედრო დახმარება. ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო“, - განაცხადა მან.
თუმცა მას არ გაუკრიტიკებია „მსურველთა კოალიცია“ - საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით შექმნილი ჯგუფი, რომელიც ომის შემდგომ უკრაინაში სამხედრო ძალების ყოფნას ითვალისწინებს.
„შესაძლო სამშვიდობო ძალები, რომლებიც, არსებითად, გაეროს მშვიდობისმყოფელების ანალოგიური იქნება, სრულიად რეალისტურად მიმაჩნია. ხოლო თუ „მსურველთა კოალიცია“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი პირობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ამ წინადადების განხორციელებას“, - განუცხადა მან POLITICO-ს.